„NDI- ს ხელმძღვანელისთვის „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოდიშის მოთხოვნა, ნიშნავს იგივე რაღაცას, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, როდესაც ჰოლივუდურ ტრილერში, ერთ-ერთ კრიმინალს გვარი ჰქონდა რუსთაველი და ეს გააპროტესტა საბჭოთა ინტელიგენციამ. ამ საქმეში ჩართული იყო „წითელი ინტელიგენციის“ რამდენიმე წარმომადგენელი და ჯუმბერ პატიაშვილის თამადობით, ჰოლივუდს მოთხოვეს, რომ ბოდიში მოეხადა ქართველი ხალხისთვის. თავისუფალ ქვეყანაში ასეთ განცხადებებზე პასუხს არ სთხოვენ, ეს არის სისულელე. ლორა თორტონი არის აშშ-ის მოქალაქე, დემოკრატი და თავის რესპუბლიკელ პრეზიდენტზე ის რასაც უნდა იმას იტყვის. ასეთი უგნური განცხადებებით „ქართული ოცნება“ და მისი წევრები აღვივებენ ანტიდასავლურ სენტიმენტებს საქართველოში.“- განაცხადა ნიკა რურუამ.
თორნტონმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა:
”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”
NDI-ს საქართველოს ოფისის ხემლმძღვანელის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი გამოეხმაურა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






