თბილისის მერიის პროექტმა „ჩემი ადვოკატი“ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა
პოლიტიკა - 15:13, 29 Jan, 2018     491
თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა“ პროექტ „ჩემი ადვოკატის“ 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე ცენტრის დირექტორმა მარინა ბერაძემ პროექტ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის“ ფარგლებში, 2017 წელს შესრულებული სამუშაოები შეაჯამა.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მოქალაქეთა მიმართვიანობა სამჯერ გაიზარდა და კვალიფიციური უფასო იურიდიული დახმარება თბილისში რეგისტრირებულ 21000-მდე მოქალაქეს გაეწია.

როგორც ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, „ჩემი ადვოკატი“ სამოქალაქო-ადმინისტრაციული და სამეწარმეო-საგადასახადო პრობლემური საკითხების გადაჭრაზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია ასევე, ახორციელებს მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო სამართლებრივ საქმიანობას, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევაა.

გასული წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ყველაზე მაღალი მიმართვიანობა სახელშეკრულებო და სასარჩელო თემებზე დაფიქსირდა; „ჩემი ადვოკატის“ ცხელი ხაზის მიერ 5121 კონსულტაცია იქნა გაწეული; სამართლებრივი დახმარებისათვის ცენტრს 2753-მა მოქალაქემ მიმართა.

ორგანიზაცია წარმატებულ სტუდენტებსაც ასაქმებს. ამისთვის შექმნილია ადვოკატის თანაშემწის პოზიცია, რომელიც ახალგაზრდებს სამუშაო სტაჟისა და გამოცდილების შეძენაში ეხმარება. ამასთან, რვა უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობის შედეგად, ორგანიზაციამ 250 სტუდენტი გადაამზადა.

2015 წლიდან, ეტაპობრივად იზრდება „ჩემი ადვოკატის“ ოფისების რაოდენობაც. 2017 წლიდან მოქალაქეებს უფასო სამართლებრივი დახმარების 11 ოფისი ემსახურება - მერიის სათაო განყოფილება და 10 რაიონული უბანი.

2015 წლის რეორგანიზაციის შედეგად, მერიაში არსებული „თბილისელების ადვოკატი“, „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრად“ ჩამოყალიბდა. ცენტრი პროექტს - იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის უფასო სამართლებრივი დახმარება და დამწყები იურისტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებაა.

გასული წლის ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42