NDI-ს საქართველოს ოფისის ხემლმძღვანელის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ეხმაურება და ბოდიშის მოხდას სთხოვს.
თორნტონმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელსი დაწერა:
”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - დაწერა ლორა თორნტონმა Facebook-ის პირად გვერდზე.
ფაქტს ასევე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, რომელიც მიიჩნევს,რ ომ თორნტონმა მსგავსი განცხადებით, საკუთარი პრეზიდენტი გააკრიტიკა და ელის, რომ თორნტონი შესაბამის განმარტებასაც გააკეთებს:
"მეგობრებს მეტი დაფიქრება და კორექტულობა მოეთხოვებათ. ამავე დროს არც ისაა სიმართლე, რომ აშშ-ს პრეზიდენტს მწირი ინფორმაცია აქვს საქართველოზე. ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია პარტნიორი ქვეყნებისათვის, მათ შორის რასაკვირველია, აშშ-სთვის და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის. მოვიგონოთ ვაშინგტონში საქართველოს პრემიერის წარმატებული ვიზიტიც. იმასაც ვაფასებ, რომ დემოკრატიულობის ხარისხი საკუთარი პრეზიდენტის ასეთი დოზით კრიტიკის საშუალებას იძლევა, მაგრამ ამისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი მისიის წარმომადგენელმა ვფიქრობ, სხვა ასპარეზი უნდა აირჩიოს. ვიცი, რა საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება, მოველი, რომ ქალბატონი თორნტონი შეასაბამის განმარტებას გააკეთებს,"-განაცხადა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






