მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველო-ლიტვის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 12:29, 29 Jan, 2018     848

საქართველო-ლიტვის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურება იყო მთავარი თემები ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, წელს თქვენი სახით ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ სახელმწიფოს მეთაურს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი და თქვენი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში. თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. სასიხარულოა, რომ გასულ წელს დაფიქსირდა მზარდი დინამიკა ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა ლიტვის პრემიერმა.

"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში სტუმრობა. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის უბრალოდ ფორმალური ურთიერთობები. ეს არის ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ეფუძნება საერთო ტრადიციებს. ლიტველებს და ქართველებს განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებთ ერთმანეთთან. ჩვენს ერებს სისხლში აქვთ სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და დემოკრატიისკენ და ეს კიდევ უფრო გვაერთიანებს. ჩვენ ასევე გვაერთიანებს ჩვენი საერთო მიდგომა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი და საერთო გამოწვევები. ჩვენი ერები მტკიცედ იცავენ კანონის უზენაესობის პრინციპებს. ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციას. გარდა ამისა, ლიტვა ყოველთვის უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩემი მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან გულწრფელი და სანდო მეგობარი", - განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42