ქეთა თოფურია და რეპერი გუფი გრძნობებს აღარ მალავენ და მათ გულშემატკვრებს ამის შესახებ ერთგვარი მინიშნებებიც მისცეს.
ქეთამ ინსტაგრამზე ფოტოს ნაწილი გამოაქვეყნა, წარწერით Puzzle. აღნიშნულ ფოტოზე სანაპიროზე მყოფი ქეთაა.
როგორც ქეთას ინსტაგრამზე წერენ, ფოტოს მეორე ნაწილი გუფის აქვს გამოქვეყნებული საკუთარ ინსტაგრამზე.
მართლაც, გუფის ფოტოს ნაწილი აქვს გამოქვეყნებული, რომელზეს ისის ნანაპიროზეა. ფოტოს კი წარწერა აქვს "Love is in the air".
თუკი მათი ფოტოების ნაწილებს შევაერთებთ, ასეთ ფოტოს მივიღებთ და პაზლიც აწყობილია.
შეგახსენებთ, ქეთა თოფურიასა და ლევ გეიხმაინის განქორწინების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში 2017 წლის თებერვალში გავრცელდა. მაშინვე დაიწერა, რომ განქორწინების მიზეზი, რეპერ გუფი იყო.
თუმცა რეპერმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
სექტემბრის დასაწყისში ქეთა თოფურიამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და ქმართან განქორწინება დაადასტურა.
ქეთა თოფურიამ და ბიზნესმენმა ლევ გეიხმანმა 4 წლის წინ იქორწინეს. წყვილს 2015 წელს გოგონა, ოლივია ეყოლა.
მასალის გამოყენების პირობები






