შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
პოლიტიკა - 12:27, 29 Jan, 2018     2869

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ყაყიჩაშვილი დანიშნა.

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ყაყიჩაშვილი საერთაშორისო ექსპერტ-ანალიტიკოსია კონტრტერორიზმის, უსაფრთხოების, დაგეგმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში. იგი 2015 აგვისტოდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2014–2015 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 2010-2013 წლებში იგი საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იყო სნაიპერების სამსახურის უფროსი, საბრძოლო სპეც.დანაყოფის უფროსი, დაგეგმარების უფროსი, სნაიპერებისა და საბრძოლო დანაყოფების ინსტრუქტორი. 2000-2010 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი იყო საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ობიექტებისა და პირადი დაცვების სამმართველოს დაცვის უფროსი, საქართველოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების სამმართველოს საბრძოლო სამსახურის ჯგუფის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების პირადი დაცვის, სტრატეგიული შენობა-ნაგებობების დაცვის, სპეცილური დანიშნულების დანაყოფის ჯგუფის უფროსი და საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერაციების (კონტრტერორისტული ) ცენტრის ქვედანაყოფის უფროსი.

გიორგი ყაყიჩაშვილი 2016 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2006 წელს მან დაამთავრა საქართველოს იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, სამართლის მაგისტრია; 2005 წელს კი წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შსს-ს აკადემია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42