"გილოცავთ, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდა!
ლევანი პირველი ქართველი და მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო.
გილოცავ ლევან,
საამაყო კაცი ხარ!"- წერს პრემიერი.
ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანში" მიმდინარე ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული მაკუუჩიში მოასპარეზე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი გახდა.
ქართველი მებრძოლი გახდა მესამე ევროპელი და პირველი ქართელი, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.
12 გამარჯვებით და 1 მარცხით ტოჩინოშინი ყველაზე ახლოს იყო მპერატორის თასთან. კაკარიუს ერთი გამარჯვებით ნაკლები ჰქონდა, მე-3 პოზიციაზე მყოფ ტაკაიასუს კი 2 გამარჯვებით.
რაც იმას ნიშნავს რომ ლევან გორგაძე დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთის მოგების შემთხვევაშიც იმპერატორის თასის გამარჯვებული გახდებოდა.
დღეს კი, ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინიმ ბრძოლა მოიგო და იმპერატორისს თასს დაეუფლა.
ტოჩინოშინი გახდა მე-3 სუმოისტი ევროპიდან, რომელიც აღნიშნულ ტიტულს დაეუფლა, მანამდე იმპერატორის თასი ბულგარელ კოტოოშუს და ესტონელ ბარუტოს აქვთ მოგებული.

მასალის გამოყენების პირობები






