ეკა გიგაურმა გენერალური აუდიტორის მიერ მისი მოადგილეებისთვის გამოწერილი პრემიერბთან დაკავშირებული დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯამში 37 ათას 500 ლარს შეადგენს.
„იმ ორგანოს უფროსად, რომელმაც ხელისუფლება უნდა აკონტროლოს "ქართულმა ოცნებამ" დანიშნა ადამიანი, რომელიც მოადგილეებსა და საკუთარ თავს რამდენიმეათასიან დანამატს უწერს. პირველ რიგში, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მოშლილია, დისფუნქციურია აუდიტის სამსახური. ვინაიდან, როდესაც ანგარიშვალდებულება არ გაქვთ საზოგადოების წინაშე, რომ მე არ უნდა ავიღო ამდენი პრემია და დანამატი იმიტომ, რომ მე ვარ ორგანო, რომელმაც უნდა ვაკონტროლო სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, რასაკვირველია, ეს არის საგანგაშო სიგნალი. ეს არის ხელისუფლების რეალური სახე, მათ უბრალო ადამიანები არ აინტერესებთ“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






