,,არსებული კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ხდება საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვა, როგორც მსჯავრდებულის ასევე სხვა ნებისმიერი პირის მიერ, ავტომატურად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვა.
25 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა გენერალი გოგი თათუხაშვილის წერილი . თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც.
კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს და გამოითხოვა 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია.
განცხადებას გოგი თათუხაშვილის გარდა ხელს აწერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, ასევე რამდენიმე ათეული მოქალაქე.
სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე შმაგი ჩოხელი, ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის -მანანა ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“-თავმჯდომარე ბესიკ შენგელია, აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა-თავმჯდომარე თენგიზ სანაია, დედები შვილების დასაცავად- თავმჯდომარე მეგი გოცირიძე, სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრი-თავმჯდომარე ზვიად კუპრავა, საქართველოს ვეტერანთა არასამტავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ერთიანი საქართველო“-თავმჯდომარე ვაჟა ცეცაძე, საქართველოს პარლამემტართა საზოგადოება-თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა-თავმჯდომარე ირაკლი კიკიანი, საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტთა გაერთიანება „ლაზარე“-თავმჯდომარე ჯონი კვარაცხელია, ახალი ხედვა საქართველო-თავმჯდომარე გიგა ნასარიძე, სამართალდამცავთა დაცვის ლიგა- თავმჯდომარე ლევან გვაზავა, მოძრაობა „დაბრუნება“ -თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.
პოლიტიკური პარტია „ვეტერანები და პატრიოტები საქართველოსთვის“ , დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საზოგადოება „თავისუფალი სიტყვა“, საქართველოს შსს და ომის ვეტერანთა კავშირი „ფარ ხმალი“, თავისუფალი ზონა, „ვეტერანები საზღვრებს გარეშე“ საერთაშორისო ორგანიზაცია-კავშირი“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
რა წერია გნერალ გოგი თათუხაშვილის მიმართვაში:
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს,
გიორგი მარგველაშვილს,
საქართველოში აკრედიტირებულ
საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს
ბატონო პრეზიდენტო!
მიხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვები ქვეყნის სტრატეგიულ განვიტარებასთან მიმართებით, არსებობს საკითხები, რომლებზეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი და ჩვენი პოზიციის შეჯერება. თქვენი მხრიდან იმ პოზიციის გაზიარება, რომელსაც საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქე იზიარებს.
2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთის დაკვეთით მოკლული არიან სპეცოპერაცია ,,კოდორი 2007“-ის მონაწილე ოფიცრები, სამართლებრივი დევნა განხორციელდა ომის ვეტერანებზე, ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ თანაშმრომლებზე, ციხეებში აღმოჩნდნენ პატრიოტები, რომელთაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით, ამავდროულად ამ ადამიანების პატიმრობა, სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, რაც აისახა როგორც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვენებში, ასევე ევროპარლამენტარებისა და აშშ-ის სენატორების განცხადებებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებანი და უზრუნველყოთ ყველა სამხედრო პირების, ომის ვეტერანების, ძალოვანი სტრუქტურების, ყოფილი თანამშრომლებისა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლებისა.
მასალის გამოყენების პირობები






