„რისთვის უნდა განიხილოთ ის, რაც მე თქვენთვი არ მითხოვია?“ - ბაჩო ახალაია საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას
პოლიტიკა - 19:59, 26 Jan, 2018     3356
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია პრეზიდენტს და სწყალების კომისიას სპეციალური წერილით მიმართავს და განმარტებას ითხოვს, როგორ მოხვდა მისი საქმე კომისიის განსახილველ სიაში. ახალაია ითხოვს, დაუყოვნებლივ ამოიღონ ამ სიიდან, რადგან, მისივე სიტყვებით, ასეთი კომისიის მხრიდან შეურაცხმყოფელია მის თავისუფლებაზე ნებისმიერი სახის მსჯელობა.


,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ბაჩო ახალაიას წერილს:


საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს,

საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას.

ბატონო პრეზიდენტო, ბატონებო...

წუხელ ციხეში რაღაც მოულოდნელი დოკუმენტი გამაცნეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეწყალების კომისიის მხრიდან ჩემი საქმის გამოთხოვა, ანუ შეწყალების კომისია ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით აპირებს ჩემი საკითხის განხილვას.

ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ უკიდურესად გაკვირვებული ვარ, თქვენ რატომ, რისთვის უნდა განიხილოთ ის, რაც მე თქვენთვის არასდროს მითხოვია და არც არასდროს ვაპირებ ასეთი თხოვნით მომართვას. იმედია ნებას იბოძებთ და იმაში მაინც გამარკვევთ, თუ ვინ მოგმართათ ასეთი თხოვნით.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის შეურაცხმყოფელია თქვენი კომისიის მხრიდან ჩემი თავისუფლების თაობაზე ნებისმიერი სახის მსჯელობის გამართვაც კი. ასეთი განცდისთვის მე ნამდვილად გამაჩნია ობიექტური საფუძვლები, ვინაიდან დღეს საქართველოს მართავს რუსული ძალა, რომელიც ყოველდღიურად იმყარებს პოზიციებს ქართულ საზოგადოებაში არსებული პლიტიკური დაპირისპირებების ხარჯზე. ამ ფონზე კი პრეზიდენტი მარგველაშვილი ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო პოლიტიკური შერიგების პლატფორმით, საკუთარი უპრინციპობით, გაუბედავი და არაშორსმხედველური პოზიციონირებით მხოლოდ ხელს უწყობს პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას და რუსული ინტერესების გაძლიერებას. ეს ჩემი მხრიდან უკიდურესად რბილი შეფასებაა იმ საშინელი სამსახურისა, რასაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს უწევს. შესაბამისად ვერ დავუშვებ, რომ პრეზიდენტის კომისიას ჩემს თავისუფლებაზე ფარისევლური მსჯელობის ნებართვა მივცე.

ვფიქრობ მოყვანილი არგუმენტები სრულიად საკმარისია ჩემი პოზიციის განსამარტად, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ის ღირსეული სამხედროები, რომლებმაც მოგმართეს სამართლიანი შეწყალების თხოვნით, თუმცა თქვენ უმაღლესმა მთავარსარდალმა გულქვა უარით გაისტუმრეთ, ვერ გაბედეთ გასაბედი.

რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ და არ მსურს მთელი ცხოვრება ციხეში ვიყო. სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი თავისუფლება თავის დროზე შეგნებულად, ნებაყოფლობით, გაურკვეველი ვადით დავთმე საკუთარი პრინციპებისა დ საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის ერთგულების მიზნით. მოცემულობა ასეთად რჩება დღემდე.

მე მტკიცე ნებისყოფით დაველოდები იმ გარდაუვალი, პროგრესული პოლიტიკური ცვლილებების ტალღას, რომელიც არის ერთადერთი ღირსეული გარანტია ჩემნაირი ტყვეების თავისუფლებისათვის.

ასე რომ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური სიმახინჯის გამო თქვენს კომისიას არ აქვს არანაირი უფლება იმსჯელოს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი ღირსება ამისთვის უბრალოდ ნებართვას არ იძლევა.

ბატონებო, იმისთვის რომ თქვენ ჩემს „შეწყალებაზე“ რაიმე სახით იმსჯელოთ, ჯერ პოლიტიკურად უნდა გაპატიოსნდეთ და გავაჟკაცდეთ,პოლიტიკას პოლიტიკა და კრიმინალს კრიმინალი უნდა უწოდოთ, რუსეთს - მტერი და არა მეზობელი, რუსულ მმართველობას საქართველოში შესაბამისი სახელი და არა დემოკრატიული პროგრესი.

ყოველივე ზემოხსენებული ეს არის მაქსიმალურად კორექტული, თუმცა მცირე ნაწილი იმ არგუმენტებისა, რომელთა გამოც მე ხელი არ მოვაწერე შეწყალების კომისიის მიერ წუხელ გამოგზავნილ ფორმულარს, შესაბამისად მოვითხოვ კიდეც ჩემი საკითხის ამოღებას კომისიის დღის წესრიგიდან.

ბაჩო ახალაია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42