ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს
პოლიტიკა - 19:04, 26 Jan, 2018     972
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.

„ჯერჯერობით პოზიციები შეჯერებული არ არის, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას, თუმცა ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ ეს პოზიციები და ძალიან მალე უნდა დაიწყოს იმ კანონპროექტის საბოლოოდ განხილვა და უნდა მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკას საქართველოში" - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია პოზიციების შეჯერება და სიღრმისეული არგუმენტების წარმოდგენა იმისთვის, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მოხდეს კანონპროექტის მიღება და საზოგადოებაში ამ საკითხთან არსებული დისკუსიის წარმატებით დასრულება.

„ჩვენ ამ სესიის განმავლობაში აუცილებლად გვესაჭიროება ამ კანონპროექტის მიღება იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს ის დისკუსია, რომელიც წარიმართება საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მთავარია პოზიციების შეჯერება. დღემდე არის განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამიტომ, აქაც ზუსტად იგივე სირთულე გვაქვს, რაც გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული არგუმენტები. მე ერთხელ უკვე განვაცხადე, რომ სიღრმისეული არგუმენტები მე პირადად არ მომისმენია ერთი ან მეორე მხრიდან, რასაც მოყვა გარკვეული კრიტიკაც. თუმცა, დღესაც შემიძლია ზუსტად იგივე გავიმეორო, არც ერთი და არც მეორე მხრიდან, ანუ ვგულისხმობ მე უფრო ლიბერალური მიდგომის მომხრეებს და ნაკლებად ლიბერალური მიდგომის მომხრეებს, სიღრმისეული არგუმენტები ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია. არის გარკვეული ზედაპირული დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, გვჭირდება მეტი სიღრმე და ასეთ შემთხვევაში, უფრო მარტივად მივიღებთ გადაწყვეტილებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42