,,სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვისმენთ იმ ადამიანისაგან, რომლის ავტორობითაც მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და პრაქტიკულად მეორე დღესვე, თავად დაიწყო მიღებული ცვლილებების ჩასწორება.
დღესაც ის ესაუბრებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმაზე, რომ თურმე მიღებული კანონის შემდეგ, რომელსაც ამდენი ვნებათაღლევა მოჰყვა მიღების პროცესში, ახლა უნდა დაიწყოს გამოთვლები, არგუმენტების აწონდაწონა და ისე უნდა იქნას გადაყვეტილებები მიღებული, რაც თავის დროზე უნდა გაკეტებულიყო და არა პოსტ ფაქტუმ.
ძალიან სამწუხაროა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირისაგან, ჩვენ პერმანენტულად, ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ვისმენთ ასეთ უარგუმენტო, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ განცხადებებს.
დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე მმართველი პარტიის ინტერესი არ არის მიღებული კანონების საფუძველზე, რა ვითარება შეიქმნება, მედიაბაზარზე და მას ავიწყდება, რომ მმართველი პარტიის ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს სახელომწიფოს ინტერესზე და სახელმწიფოს ინტერესია ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს დაბალანსებული მედიაბაზარი, არ ზარალდებოდეს მედიამრავალფეროვნება, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ იყოს ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილი, მაგრამ ეს არ უშლიდეს ხელს სხვა მედიასაშუალებების განვითარებაში“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






