„წვდომა ჰქონდა ძალიან მაღალი თანამდებობის პირებთან... თუ ერთს ჩაუწერა, ჩაწერდა მეორესაც“ - დალაქიშვილის საქმის სკანდალური დეტალები
პოლიტიკა - 20:35, 26 Jan, 2018     2124
კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენებაში ბრალდებულ „ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს, გოგიტა დალაქიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ადვოკატს უკვე გადასცეს საქმის მასალები, მათ შორის, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, თუმცა ირმა ჭკადუა დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მას გაუთქმელობაზე ხელწერილი დააწერინეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დალაქიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც დამკვეთისგან უკანონოდ ჩაწერილი პირადი საუბრების საფასურს იღებდა.

ამ დრომდე არ არის მთავარ კითხვებზე პასუხი გაცემული - ვის იწერდა ფარულად „ოცნების“ მაღალჩინოსნებთან დაახლოებული დალაქიშვილი და ვინ გადასცა 3 000 ლარი?

დალაქიშვილის დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს მიხეილ კაჭკაჭიშვილი.

კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის სახლიდან ამოღებულია ჩანაწერები, რომელშიც მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

„გოგიტა დალაქიშვილის დაკავება პოლიტიკური სარჩულის მატარებელია. ამ ეტაპზე მის უდანაშაულობაზე საუბარს ვერ დავიწყებ, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი მეგობარი ჰყავს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მას გარკვეული ჩანაწერენბი გაეკეთებინა, რაც დაკავების მიზეზი გახდა. საქმე ასე მარტივად რომ არ დამთავდება, უკვე ზედაპირიდანაც ჩანს... არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების შეკვეთა იყო...“ - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

დაკავებულის ნაცნობი „ნიუპოსტთან“ 2013 წელს, დალაქიშვილის სკანდაურ ინტერვიუს იხსენებს და ამბობს, რომ „ოცნების“ ყოფილი აქტივისტის „დაკავება ამ საქმის გაგრძელებაც შეიძლება იყოს“.

ცნობისთვის: დალაქიშვილი წლების წინ ამბობდა, რომ ექსპრემიერის ნათესავები, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, კონკრეტული მინისტრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვაში ფულს უხდიდნენ.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ გაათავისუფლონ, როგორც გითხარით, მისი ძალიან ბევრი მეგობარი დღეს მაღალ თანამდებობაზეა, ამიტომ ინფორმაცია, ალბათ, მართლაც ღირებულია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გოგიტა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა დაპირიპრებას შეეწირა... შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ამაზე ახლა არ ვისუბრებ, ეს საქმე საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი გახდება... არ ვიცი კონკრეტული გვარები, მაგრამ ვიცი, რომ წვდომა ჰქონდა ძალიან მაღალი თანამდებობის პირებთან, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თუ ერთს ჩაუწერა, ჩაწერდა მეორესაც. ჩემთვის ზოგადად, ეს ჩაწერა მიუღებელია“, - უთხრა „ნიუპოსტს“ კაჭკაჭიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ აგროვებენ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები ერთამანეთის წინააღმდეგ კომპრომატებს და დალაქიშვილი უბრალო შემსრულებელი ხომ არ არის, დაკავებულის მეგობარი ამბობს, რომ „არც მაგას გამორიცხავს“.

მიხეილ კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, რომ „შესაძლოა, ხვალ მისმა ყოფილმა მეგობრებმა, რომლებიც ქართულ ოცნებაში არიან, პროვოლკაცია მასაც მოუწყონ“.

„ისინი მაღალჩინოსნები არიან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებეი ხელისუფლების... ამ ეტაპზე ჩემს მეგობრებთან, რომლებიც მმართველ პარტიას წარმოადგენენ, კომუნიკაცია არ მქონია, მხოლოდ ერთმა დამირეკა, უბრალოდ, ტელეფონზე არ მიპასუხია“- თქვა კაჭკაჭიშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ხელისუფლებამ მის წინამორბედთან კოჰაბიტაციის გზა აირჩია, „ქართულ ოცნებამ“ იმედები გაუცრუა“.

„ქართულ ოცნებაში, პარლამენტსა და სამინისტროებში რამდენიმე ჩემი მეგობარი კვლავ არის, მათთან ინტენსიური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ხელისუფლების მხარდამჭერი მართლა არ ვარ, რადგან დამნაშავე პირები კვლავ თავისუფლად გადაადგილდებიან. ერთადერთი ქუჩაში არ გვხოცავენ, თორემ „ოცნებაც“ წინა რეჟიმის გზას დაადგა,“ - აღნიშნა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა და „ნიუპოსტთან“ პრევენციული განცხადება გააკეთა:

„ვამჩნევ, რომ მითვალთვალებენ და აქვე, ღიად ვამბობ: ნარკოტიკი არასოდეს მომიხმარია, არ მაქვს და არ ვატარებ ცეცხლსასროლ იარაღს, კანონის წინაშე მხოლოდ ადმინისტრაციული კანონდამრღვევი ვარ და ისიც მიტინგებზე და მტერიც არ მყავს.... ამიტომ, ტელეფონზე მუქარებით ვერ შემაშინებთ, არ ვიცი კონკრეტულად ვინ არის მუქრის ავტორი, მაგრამ კარგად ვიცნობ და ვიცი იმ ადამიანების ფსიქოლოგია, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. ვიცი, რისი გამკეთღებლები არიან. ჩემი პერსონა, ალბათ, იმიტომ აღიზიანებთ, რომ ძალიან ბევრი ვიცი“- აღნიშნა ჩვენმა რესპოდენტმა.

კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ ნდობა არ დაუბრინდა. მეტიც, ის მიიჩნევს, რომ ნუცუბიეზე დაკავებისას პავლიაშვილის გარდაცვალებაში პოლიციელები არიან დანაშავეები. ხოლო საქმეზე გამოძიების შეწყვეტა ძალადობის წახალისებაა.

„ამ ქვეყანაში თავს დაცულად ვერ ვგრძნობ. პავლიაშვილსა და არა მარტო მასთან მიმართბით გადაცდომა იყო და ძალიან სცოდავს პროკურატურა, რომელმაც გამოძიება შეწყვიტა. ოჯახი განრისხებულია. არავინ გვეუბნება, სად გაქრა დაკავების კადრები?!“- თქვა კაჭკაჭიშვილმა და დასძინა, რომ პოლიციისადმი ნიჰილიზმი ყოფილმა მინისტრმა, მღებრიშვილმა დანერგა.

მმართველი პლტიკური პარტიის ყოფილ მხარდამჭერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება დიდი ხანია დაშლილია, მინისრები კი ახლა თავის გადარჩენას ცდილობენ“.

„ზარდიაშვილებზე და სხვებზე ვამბობ... ისინი დღეს თავის გადარჩენას ცდილობენ... ყველა ბიზნესი მაგათა, ყველა ტენდერი ჯიბეში აქვს. ბატონი პრემიერი კი გინდ ყოფილა და გინდ არა, კვირიკაშვილს ვინმე რამეს ეკითხება რომ?!“- აცხაებს კაჭკაჭიშვილი და აღნიშნავს რომ „ბატონ ბიძინაზე ნაწყენია“.

„ნაწყენი ვარ რომ ამ ადამიანებს (უმრავლესობის წევრებს) განუზომელი ძალაუფლება მისცა, რომ ჩვეულებრივ მოსახლეობას როგორც უნდათ ისე მოექცნენ. სახეზე გვყავს ხალხის ფულებით გაქსუებული ჩინოვნიკები, ისინი ამ შავი ჯიპებიდან ჩვეულებრივ ამომრჩეველს, უბრალო ხალხს ვეღარ ხედავენ“- აღნიშნა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42