"ედუარდ შევარდნაძე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ცივი ომისა და საბჭოთა სისტემის დემონტაჟში.
მის სახელთანაა დაკავშირებული ევროპაში ხელოვნურად აღმართული კედლების ნგრევა, გერმანიის გაერთიანება და ახალი ევროპის წარმოქმნა.
საქართველოს მეორე პრეზიდენტი სერიოზულ როლს თამაშობდა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, ახალი საქართველოს შექმნაში და ქვეყნის დასავლური კურსით განვითარების საქმეში.
ედუარდ შევარდნაძე იყო სახელმწიფო ლიდერი, ვინც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე დაიწყო საუბარი.
მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელება, საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების გადაწყვეტილება.
ედუარდ შევარდნაძის სახელი დარჩება მსოფლიოს და საქართველოს ისტორიაში" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






