"ხელი მიკანკალებდა, როცა საზმაუს ბიუჯეტს ვიღებდით, 50 მილიონი 1,5%-იან რეიტინგში არ უნდა გადაიხადო"- კობახიძე
პოლიტიკა - 17:22, 26 Jan, 2018     2003

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გააკრიტიკა.

„ვეტოში საუბარია იმაზე, არ მოსწონთ, მაგრამ რატომ არ მოსწონთ, რა არ მოსწონთ, ესეც კი არ არის გაშლილი და რატომ არ მოსწონთ, ეს საერთოდ არ არის დასაბუთებული. ჩვენ გვინდა არგუმენტი იმისთვის, რომ პოზიცია შევიცვალოთ. ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როცა ბიუჯეტს ვიღებდით. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ ვიხდიდით 40 მილიონს, მერე 50 მილიონს 1.5% რეიტინგში. ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ რაღაც რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ერთი რადიკალური გადაწყვეტილებაა, რომ თეორიულად უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, არ სჭირდება ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ, რომ 50 მილიონი პროცენტ-ნახევარში არ უნდა გადაიხადო, ან ეს პროცენტ-ნახევარი, რაშიც 50 მილიონს ვიხდით, უნდა გავხადოთ 5%-6%-7%, რამდენიც გამოვა მე მესმის, რომ 40% ვერ გახდება ვერასდროს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი, გასაგებ მიზეზთა გამო, იმიტომ, რომ მას სხვა ფუნქცია აქვს და კერძო მაუწყებელს სხვა, მაგრამ 50 მილიონი 1,5%-ში რომ არ უნდა გადაიხადო, ჩემთვის ეს არის აქსიომა.არ უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო მაუწყებელობის კონკურენტი თვისებრივი ხარისხით, მაგრამ ის უნდა იყოს გარკვეული სახით მონაწილე ამ კონკურენციით რაციონალურ ფარგლებში და მას უნდა ჰქონდეს რაციონალური რეიტინგი. ამ ვითარებაში იცვლება მენეჯმენტი საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ამბიციური გეგმები და მიზნები და მთავარი გეგმა და მიზანი არის ის, რომ 1,5 % გახდეს ვთქვათ 7 %“- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივაზე უარის თქმისთვის მყარი არგუმენტებია საჭირო

„ისინი გვეუბნებიან, რომ ამ გეგმის განხორციელებას სჭირდება შიდა რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. გარდა ამისა, მას ესაჭიროება საკანონმდებლო ცვლილება. ანუ, ისინი მოდიან კონკრეტული გეგმით და გვეუბნებიან, რომ თუ 1,5 % გინდათ რომ გაიზარდოს, მაშინ ამის საშუალება მოგვეცით. ჩვენ ამათ არგუმენტი უნდა დავუპირისპიროთ, რომ ეს არ გავაკეთოთ. ამის გამო გვჭირდება ჩვენ მყარი არგუმენტები, რათა უარი ვთქვათ იმ ინიციატივაზე, რომელიც წარმოდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42