თენგიზ ფხალაძე კარასინის განცხადებას ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე პირდაპირ ზეწოლას უწოდებს
პოლიტიკა - 14:43, 26 Jan, 2018     1089
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინის განცხადებას ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე პირდაპირ ზეწოლას უწოდებს და აღნიშნავს, რომ კარასინის განცხადებაში რუსეთის პოლიტიკის ცინიზმის სულისკვეთებაა ასახული.

,,კარასინი კვლავაც საუბრობს იმ ე.წ. რეალობაზე, რომელსაც აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ეწინააღმდეგება მთლიანად ცივილიზებული სამყარო.

მაგრამ ყველაზე დამაფიქრებელი და საშიში არის ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი აკეთებს განცხადებებს, რომელიც არა მხოლოდ შეურაცხყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ ძალიან სერიოზულ ზეწოლადაც შეიძლება იქნას აღქმული - საუბარი ასე ცინიკურად იმ ადამიანების ბედზე, რომლებსაც გაუყვეს სახლ-კარი და გაუვლეს მავთულხლართები, რომლებსაც ელემენტარულად არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფლად იმოძრაონ თავიანთ სამშობლოში და მოინახულონ საკუთარი ახლობლები, ნათესავები, თუ საკუთარი წინაპრების საფლავები, მათზე ასეთი დამცინავად საუბარი სცილდება ყოველგვარ ზღვარს.

მაგრამ როდესაც ამას აკეთებს დელეგაციის ხელმძღვანელი, ეს არის უკვე პირდაპირი ზეწოლა ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე და კიდევ ერთხელ და ძალიან ნათლად გამოხატავს დამოკიდებულებას იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზს მიღმა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, იმ სავალალო მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ის, რაც აღიზიანებს კარასინს, ეს არის საერთაშორისო დელეგაციების ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან და უშუალოდ ადგილზე სიტუაციის გაცნობა.

,,ეს არის ის, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რითაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას. ეს რეალობა შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იარსებებს საოკუპაციო ხაზები და როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იქნება საოკუპაციო ჯარი“, - აღნიშნა პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42