„პოროშენკო და მისი მთავრობა უკრაინელების თვალში გამოჩნდნენ, როგორც სრული იმპოტენტები და იდიოტები“ - სააკაშვილი
პოლიტიკა - 12:21, 26 Jan, 2018     1162
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა "Настоящее Время"-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ქმედებებზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, იმ ქმედებების გამო, რაც პოროშენკომ მის წინააღმდეგ განახორციელა, უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი შემცირდა და პოროშენკო და მისი გუნდი ხალხის თვალში იმპოტენტებად გამოაჩინა:

„იმან, რაც ჩემს გარშემო მოხდა, პოროშენკოს და მისი მთავრობის მთლიანი დისკრედიტაცია მოახდინა. ისინი უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობის თვალში გამოჩნდნენ, როგორც სრული იმპოტენტები და იდიოტები. ისინი ჩანდნენ, როგორც ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი, რასაც ისინი რეალურად წარმოადგენენ. ეს ადამიანები და პოროშენკო უკრაინელების ფსიქოლოგიას კარგად არ იცნობენ. მე უფრო მეტად უკრინელი და უფრო მეტად პატრიოტი ვარ ამ ქვეყნის, ვიდრე ის. აგიხსნით რატომაც. პირველ რიგში იმიტომ რომ ის ვერ უგებს უკრაინელებს, უკრაინელი თავის ბუნებით ისეთია, რომ ავტოტიტარულ რეჟიმს ვერ შეეგუება, ისტორიულად ისინი ვერასოდეს ითმენდნენ უზურპატორებს. ეს არ ესმოდა უკრაინის არცერთ პრეზიდენტს, იშვიათი გამონაკლისის, იუშენკოს გარდა. ყველა მათგანს უნდოდა ამ საბჭოთა გადმონაშთის დანერგვა, პოროშენკომ კი ეს საერთოდ პოლიტიკის რანგში აიყვანა, მისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ძალიან არაუკრაინულია. მეორე - უცხოელებზე საუბარი , ეს რუსეთი არაა. მე კარგად შევისწავლე უკრაინის ისსტორია, უკრაინა მრავალი ეთნიკური ჯგუფისგან შედგება და რუსეთისგან და სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, მაგალითად ზაპოროჟიეს სეჩში იყვნენ ფრანგები, იტალიელები, ქართველები, დამაარსებელი იყო პოლონელი. პირველი უკრაინული კონსტიტუცია ჩეხმა ფილიპ ორლიკმა დაწერა. უკრაინა ის ქვეყანა არაა, სადაც ეთნიკური წარმომავლობით და უცხოელობით თამაში შეიძლება. ეს არის პოროშენკოსა და მისი ბანდის დიდი შეცდომა. როგორც ამბობენ პატრიოტიზმი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარია, ისინი ამის გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ უკრაინა თავშესაფარი არაა. უკრაინელები ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ხალხია. უკრაინა მართლაც უკანასკნელი melting pot-ია ევროპაში. ეს მრავალეთნიკური ქვეყანაა და ამიტომ იმსახურებს ნდობას სხვა ეთნიკურ ჯგუფებშიც. გუშინ იყო მაიდანზე ხალხის ჩაცხრილვის დღე, იცით იქ პირველი ვინ მოკლეს, სამიდან ორი უკრაინელი არ იყო, ერთი სომეხი და მეორე ბელორუსი. იქ სხვათაშორის ორი ქართველიც დაიღუპა, ერთ-ერთი ჩემი პარტიის აქტივისტიც, რატომ იბრძვის უკრაინის აღმოსავლეთით ამდენი ქართველი, რატომ მიიღეს უკრაინა თავის სამშობლოდ? იმიტომ რომ უკრაინას თავად შეუძლია შვილად მიღება,“ - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42