პრეზიდენტმა მაია გოიკოვიჩთან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა
პოლიტიკა - 12:15, 26 Jan, 2018     996
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი მიიღო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში, რამაც ბიძგი უნდა მისცეს სერბეთსა და საქართველოს შორის, სხვადასხვა სექტორულ სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და გააქტიურებას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ სერბეთი ოფიციალურად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვანია, რომ სერბეთის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ეს პოზიცია სწორად იქნას აღქმული და გაზიარებული საზოგადოების ყველა ფენისა და ორგანიზაციის- საზოგადოებრივი, თუ რელიგიური ორგანიზაციების მიერ, რათა გამოირიცხოს იმგვარი პრეცენდენტები, როცა ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები ე.წ. ოფიციალური შეხვედრების გამართვას ცდილობენ მათ ტერიტორიაზე.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სწორედ ამ თემებზე შედგა დიალოგი საქართველოს პრეზიდენტსა და სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.

,,მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვები აბსოლუტურ თანხვედრაშია, ემთხვევა ჩვენი მოსაზრებები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, სერბეთის პარლამენტის სპიკერმა დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი სერბეთის პოზიციის შეუვალობაში იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის ოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42