ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშის წარდგენის შემდეგ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი საქართველოს შესახებაც არის. მონიტორინგის პერიოდი 2017 წლის იანვარ-დეკემბერს მოიცავს.
როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი ასამბლეა მიესალმება საქართველოს თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების საკითხზე, თუმცა იმავდროულად შეშფოთებას გამოთქვამს პარლამენტის არჩევის პროპორციულ სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადატანასთან დაკავშირებით. ამ ქმედებამ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხარა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას განიხილოს საარჩევნო სისტემის მომავალ არჩევნებამდე შეცვლის შესაძლებლობა და სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიისგან მიღებული რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






