საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოდან 2017 წელს შეპასუხება მხოლოდ 25 საქმეზე ეთხოვა
პოლიტიკა - 10:17, 26 Jan, 2018     1079
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მთავრობას 2017 წელს შეპასუხება მხოლოდ 25 საქმეზე ეთხოვა.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტი აჩვენებს, რომ, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი სარჩელებიდან უფრო მეტი საჩივარი ცხადდება უსაფუძვლოდ და მიუღებლად ან ირიცხება განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. კერძოდ, 2017 წელს მიუღებლად გამოცხადდა/ამოირიცხა 232 საჩივარი, 2016 წელს – 148, ხოლო 2015 წელს – 197.

ამასთან, მკვეთრად შემცირდა საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა. 2017 წელს მხოლოდ 25 საქმე იყო ასეთი, რაც, 2016 წელთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია. ამ მონაცემის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით. შედარებისთვის: 2017 წელს ბელგიას 35 საქმეზე ეთხოვა შეპასუხება, ხორვატიას – 93-ზე, საფრანგეთს – 63-ზე, იტალიას – 1441-ზე, ლიტვას – 76-ზე, პოლონეთს, რუმინეთს – 495-ზე, სლოვაკეთს – 47-ზე, ესპანეთს – 52-ზე.

აღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს, რომ, სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს შიგნით ეფექტურად არის შესაძლებელი და, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო არ არის საქმეების დამატებითი განხილვა ევროპულ სასამართლოში; ეს კი საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების რეზულტატია, რომელთა შედეგადაც მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და იძლევა უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას" - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42