რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებები შემაშფოთებელია- საქართველოს საგარეო უწყება
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს სადაც ის საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გამოეხმაურა. კარასინის შეფასებებს საგარეო უწყებაში შემაშფოთებელს უწოდებენ. დუნდუას თქმით მიუღებელია საქართველო-რუსეთის 2011 წლის ხელშეკრულების დებულებების არასწორი ინტერპრეტირება, მისი პოლიტიზირება და იმპლემენტაციის ხელის შეშლა. ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს, შეწყვიტოს საკითხის პოლიტიზირება და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას
"შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებები, რომლითაც იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის პოლიტიკას, უგულებელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და თავი აარიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. ამ გზით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, უკანონო მილიტარიზაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში, და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობა დგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატში. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია, შესაძლებელია მიღწეულ იქნას რუსეთის ფედერაციის მიერ შემხვედრი კონსტრუქციული პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და მოახდინოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დეოკუპაცია.
ასევე, ყოვლად მიუღებელია „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ საქართველო-რუსეთის 2011 წლის ხელშეკრულების დებულებების არასწორი ინტერპრეტირება, მისი პოლიტიზირება და იმპლემენტაციის ხელის შეშლა.
რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით, მოსკოვმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სავაჭრო მონაცემების გამჭვირვალობა, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების შესაბამისად. საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა 2011 წელს შეთანხმდნენ, დაეარსებინათ წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმი. შეთანხმების შესაბამისად, ამ ვაჭრობის კოტროლი და ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ტერმინალებში, რომლებიც მდებარეობენ სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში და შესასვლელში.
რაც შეეხება საქართველოს საბაჟო სივრცეს, იგი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული ტერმინალების ადგილმდებარეობა ვერანაირად ვერ განსაზღვრავს ქვეყნის საბაჟო სივრცეს.
საქართველომ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა ხელშეკრულების იმპლემენტაციის დაწყების მზაობა, რაც კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა 2017 წლის 19 დეკემბერს შვეიცარიულ კომპანია Societe Generale de Surveillance-თან სათანადო კონტრაქტის გაფორმებით. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა 2011 წლის შეთანხმებით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დაწყება, ვინაიდან რუსეთის მხარე აჭიანურებს შესაბამისი კონტრაქტის ხელმოწერას შვეიცარულ კომპანიასთან, ახდენს საკითხის აშკარა პოლიტიზირებას და შეთანხმების დებულებების მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციით აფერხებს იმპლემენტაციის პროცესის დაწყებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს, შეწყვიტოს საკითხის პოლიტიზირება და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას, საერთაშორისო შეთანხმებისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების, პრინციპებისა და ნორმების სრული შესაბამისობით"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა