ოპოზიციის აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში ბიზნესზე ზეწოლა მიმდინარეობს.
საუბარია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, 16 მილიონი ლარის შემოწირულობიდან, დაახლოებით, 15 მილიონი „ქართული ოცნებისთვის“ იყო გამოყოფილი.
„ეს სტატისტიკა ორ რამეზე მიუთითებს, პირველი ის, რომ საქართველოში ბიზნესი არის დატერორებული. ის იძულებულია, რომ მმართველი უმრავლესობა დააფინანსოს და მას ოპოზიციის დაფინანსების ეშინია, ვინაიდან ამას შემდეგ მკაცრი სანქციები და ზეწოლა მოჰყვება. მეორე ის, რომ ქვეყანაში არსებობს კორუფცია და ბიზნესი, რომელიც ფულს ჩვენი ჯიბიდან ღებულობს, ტენდერებში პრივილეგირებული გამარჯვების სახით შემდეგ ის აფინანსებს მთავრობას. მარგამ, ეს ციფრები არის ძალიან სასაცილო, რისი 14 მილიონი, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 10-ჯერ მეტი დახარჯა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ირაკლი აბესაძის თქმით, ოცნება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.
„ქართული ოცნება“ ძალიან ბოროტად სარგებლობს მმართველი გუნდის სტატუსით, მეწარმე-სუბიექტებს, რომლებსაც შემდეგ ტენდერებში გამარჯვების პირობით, თუ ერთ პირთან მოლაპარაკებით კონტაქტების გაფორმებით, აიძულებს, რომ შემოწირულობები სწორედ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთოს. ეს აბსოლუტური უთანასწორობა ფინანსურ ნაწილში ძალიან დიდი დისპროპორციაა „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯებისა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






