დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საარჩევნო კამპანიაზე ჯამში 27 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 17 მილიონი მმართველ გუნდმა გახარჯა.
„დაუდეკლარირებელი თანხების მოძრაობის ალბათობა ყველა არჩევნების დროს არსებობს და აუდიტის სამსახურის მოკვლევის საგანიც არის ყოველთვის მისი აღმოჩენის მცდელობა. დიდი მოცულობის თანხის აღმოჩენა არ დაფიქისებულა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რესურსებიდან გამომდინარე, ეს ძალიან რთულიც არის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ხდებოდა ყველაზე მეტად მცირე დარღვევები, იმიტომ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე კარგად იციან გასული 6 წლის განმავლობაში მოქმედი რეგულაციების შესახებ,“ - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






