„საქართველო აფხაზეთის საზღვარი 2017 წელს 1.2 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა, საქართველო- სამხრეთ ოსეთისა კი დაახლოებით 200 ათასმა. ვფიქრობ ეს ციფრები თვისთავზე თავად ლაპარაკობენ. სამწუხაროდ, ქართული მხარე, იმის ნაცვლად რომ კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში, ორიენტირებულია პროპაგანდისტული შოუს დადგმაზე, იმისთვის, რომ „ახალი ბერლინის კედლის“ თეზისი გაამართლოს. ეს სასაცილოც კი ხდება: უცხოელ სტუმრებთან საურთიერთობოდ და ინტერვიუს ჩასაწერად დაქირავებული ჰყავთ კონკრეტული ადგილობრივი გლეხი, რომელიც მორიგეობით ერთი და იგივე ტექსტით საუბრობს.“- განაცხადა კარასინმა.
კარასინის თქმით, წელს რუსულ ქართული დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან 10 წელი სრულდება და იმედი გამოთქვა რომ ეს წელი იქნება ის ზღვარი, საიდანაც მოხდება ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლა:
„რუსულ- ქართული მრავალსაუკუნოვან ერთობლივ ისტორიაში მწარე იუბილეა - საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ათწლეული. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ზღვარი იქნება შემობრუნება უკეთესობისკენ, ეს შესაძლებელია, თუ წარსული იქნება გააზრებული და მოვა რეალისტური გაგება იმისა, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფოს სჭირდება თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე აგებული თანბამშრომლობა. სხვა გონივრული ალტერნატივა არ არსებობს“- განაცხადა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






