„ქვეყანაში იქმნება ნატოს ინფრასტრუქტურა, იგეგმება ან უკვე დაიწყო მრავალმილიონიანი ახალი შეიარაღების მიწოდება თბილისისთვის: ფრანგული საჰაერო თავდაცვის და ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. აშშ ჩართულია ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების პროგრამაში. რუსეთის შეშფოთებას უპირველე ყოვლისა იწვევს ის, რომ რეალურად ხდება ჩვენს საზღვრებთან იმ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მოახლოება, რომელიც ჩვენ ღიად გვაცხადებს კონკურენტად და მოწინააღმდეგედ. ეს ჩვენი მეზობელი არაა, არამედ არის არარეგიონალური ძალა. ეს არის ის, რაც ჩვენს დიდ შეშფოთებას იწვევს.
ამ სიტუაციაში იზრდება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საჭიროება. ეს თანამშრომლობა გაძლიერდება მომავალშიც, იმისთვის რომ საიმედოდ იყოს გარანტირებული ამ რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრება.
ვიმეორებ: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო- ჩვენი მეზობლები არიან, ნატო კი არარეგიონალური ძალაა. აშშ აქტიურად ზრდის თავის ყოფნას საქართველოში რაც ასევე ზრდის შეშფოთებას, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ საზღვრებთან სიმშვიდე იყოს. სწორედ ამისთვის არის ჩვენი ორი სამხედრო ბაზა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს ბაზები არავის ემუქრებიან, არამედ არიან იმის გარანტი, რომ ამ ორ ახალგაზრდა კავკასიური რესპუბლიკას თავს არავინ დაესხმება, თუ დაესხმება შესაბამის პასუხსაც მიიღებს.“- განაცხადა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






