შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. დელეგაციის წევრები ქალაქის ეკონომიკურ პოტენციალს, რევიტალიზაციისა და ურბანული განვითარების პოლიტიკას გაეცნენ, მოგვიანებით კი, ადგილობრივი მეტალურგიული საწარმო დაათვალირეს.
რუსთავის მუნიციპალიტეტის დელეგაცია პოლონეთში 21 იანვარს გაემგზავრა და ოფიციალურ შეხვედრებს ლოძში, სტალოვა ვოლასა და ლიუბლინში მართავს. ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეცნობიან პოლონეთში არსებულ ინოვაციურ სერვისებს, მათი დანერგვის სპეციფიკას, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რევიტალიზაციის პროცესს, რაც 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, ყოფილი ინდუსტრიული ქალაქების განვითარებას ითვალისწინებს.
რუსთავის მერია ჩართულია პროექტში - „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“.
პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებენ.
რუსთავის დელეგაცია პოლონეთში ვიზიტს 26 იანვარს დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






