მომავალ კვირაში პრაღაში კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაიმართება. პრაღაში შეხვედრამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეკითხვა ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც დაუსვეს. პრემიერის სპეცწარმომადგენლის თქმით რუსეთს არ სურს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება და ამიტომ პოლიტიკური ურთიერთობები ღრმა ჩიხშია შესული. აღნიშნულ თემაზე კარასინი kommersant.ru-ს ესაუბრა.
„მე ჩიხს არ ვიტყოდი. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთ საქართველოს ურთიერთობის სრულფასოვანი ნორმალიზაციისთვის ეს სერიოზული პოლიტიკური დაბრკოლებაა. ეს მოიცავს თბილისის მიერ ჯიუტ უარყოფას ცნოს 2008 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური რეალობა და გადახედოს თავის საჩვენებელ გადაწყვეტილებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასთან დაკავშირებით.
თბილისში ნამდვილად უყვართ ლაბარაკი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ისინი პირველ რიგში იმედოვნებდნენ, რომ გაუქმდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება- და აი, ამბობენ, რომ ვერაგულად მოტყუვდნენ თავის მოლოდინებში. რა თქმა უნდა ეს აშკარა მზაკვრობაა. როგორც ადამიანმა , რომელმაც 2012 წლის დეკემბერში დაიწყო ნორმალიზაციის საკითხებზე მუშაობა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ თავიდანვე გულახდილად ავარიდეთ ჩვენი ქართველი პარტნიორები ილუზიებს, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა, რაიმე სახით შეასუსტებდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩვენს თანამშრომლობას . ეს პროცესები აბსოლუტურად სხვადასხვა სიბრტყეზეა განლაგებული.
ჩვენ ვაპირებთ მომავალშიც პრაგმატულად გავაგრზელოთ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესენა, რუსული მხარე ნორმალიზაციის გზაზე იმდენად შორს წავა, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რუსულ-ქართული კეთილმეზობლური ურთიერთობების სრული აღდგენით, მაგრამ, ვიმეორებ, არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უარყოფის ხარჯზე.“- განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს , რომ აფხაზები და ოსები მათი ძმები არიან, სოხუმსა და ცხინვალში უნდობლად უყურებენ, რადგან საქართველო საქმით ყველაფერს აკეთებს, რომ აფხაზები და ოსები იზოლაციაში მოაქციოს.
„საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს შეღავათიან სამედიცინო მომსახურებას, საქარველოში განათლების მიღებას და ევროპაში უვიზო მოგზაურობას ჰპირდება, თუმცა ერთი „პატარა’ პირობით - აღიარონ , რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, როგორც იტყვიან აქ კომენტარი ზედმეტია. ამასთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ გავიხსენო აბსურდული კონცეფცია „რუსულ ოკუპაციასთან“ დაკავშირებით. თბილისში, ეტყობა ვერ გრძნობენ, რომ ეს პროპაგანდისტული კლიშე, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ძალიან შეურაცხმყოფელია აფხაზებისთვის და ოსებისთვის. მასში თავიდანვე იგრძნობა ამ რესპუბლიკებში მაცხოვრებელი ხალხისადმი უპატივცემულობა, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერში მოსკოვის ინტრიგები ეძებონ. საქართველოს ხელისუფლებას ურჩევნია სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე, რატომ ვერ ახერხებენ სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგს.“- აღნიშნა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






