მომავალ კვირაში პრაღაში კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაიმართება. რუსული მედიის ინფორმაციით განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების იმპლიმენტაცია იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ 2011 წელს დადებული ხელშეკრულება - „განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის განკუთვნილი ადგილების ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებს, ესენია ყაზბეგი რუსეთის საზღვართან, მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც იწყება აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი) და გორის მიმდებარე ტერიტორია (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის სიახლოვეს)“- განაცხადა კარასინმა, მისი თქმით რუსეთი აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს უახლოეს თვეებში მოაწერს“
კარასინის განცხადებას „ნიუპოსტთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ კოტე იოსელიანი აფასებს:
„სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აქვს გათვითცნობიერებული ამ ხელშეკრულების უკან რამდენად დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ჩვენი ქვეყნისთვის, კერძოდ, ვგულისხმობ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. აქ საუბარია ტვირთების კონტროლზე, რომელიც შემოდის რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსების გეგმა არის, რომ საქართველო თავისი ოკუპირებული ტერიტორიებიანად აქციონ ტრანზიტულ კორიდორად სომხეთის მოსამარაგებლად, ან ნებისმიერი სხვა სახის ტვითბრუნვისთვის, რაც გაუხსნის აფხაზეთს და ოსეთს სავაჭრო არხებს მთელ დანარჩენ სამყაროსთან, რაც თავისთავად უკვე არაღიარების პოლიტიკიდან არის ფუნდამენტური გადახვევა, აქედან გამომდინარე ეს არის მოღალატეობრივი ნაბიჯი და ეს ნაბიჯი შედის მხოლოდდამხოლოდ რუსეთის ინტერესებში. „ქართულმა ოცნებამ“ სჯობს საერთოდ არაფერი გააკეთოს, ყველაფერი დატოვოს ისე, როგორც არის, ვიდრე ახალი ხედვები და ახალი პრაქტიკა შემოიტანოს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდებოდა ეს ხელშეკრულება იმიტომ, რომ გამოგვეყენებინა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წარმოებული მონიტორინგის გამყარებაში, რასაც რუსები დღეს გვტავაზობენ, ეს არის არაღიარების პოლიტიკის შესუსტება, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების რაღაც სახით ინტეგრაცია სავაჭრო სისტემაში. ოკუპირებული ტერიტორიები რეალურად არის რუსეთის უზარმაზარი სამხედრო ბაზები, არანაირი აქტივობა იქ არ ხდება და სხვა მიმართულებით განვითარების პროცესები არ მიმდინარეობს, ამიტომ რუსებმა გადაწყვიტეს, ამ დიდ თავიანთ სამხედრო ბაზას უსაფრთხოების და შემტევი ფუნქციის გარდა დაუმატონ ის ფუნქცია, რაც მათ გამოკვებავს. დღისთვის ოკუპირებული ტერიტორიები თავიდან ბოლომდე ფინანსდება რუსეთიდან, მათ აღარ უნდათ და სურთ მისცენ ისეთი მექანიზმები, რითაც საკუთარ თავს თავად გამოკვებავენ. ამაზეა საუბარი და ასე გამოდის, რომ რაღაც სახელმწიფოებრიობის ნიშნები შეიძლება შეიძინონ ამ რეგიონებმა, რაც კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობაში მოდი არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ეს იქნება მოღალატეობრივი ნაბიჯი თუ ამ ხელშეკრულებას მიეცემა განვითარების ის მიმართულება, რა მიმართულებასაც დღეს ჩვენ რუსეთი გვთავაზობს“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






