„უპირველეს ყოვლისა ესაა უსაფრთხოების საკითხები. საქმე ეხება ეფექტურ ბრძოლას ტერორიზმთან, ექსტრემმიზმთან და ყველა იმ ბოროტებასთან ბრძოლას რომელიც ზოგჯერ ჩვენ ტერიტორიაზე აღწევს. როდესაც ჩვენ საქართველოს წარმომადგენლებს ვხვდებით, ამ ასპექტების განხილვაც ხდება, თუ ჩვენ ამ სფეროში ეფექტურ კონტაქტებს დავამყარებთ, მაშინ რატომაც არა..“- განაცხადა კარასინმა.
გრიგორი კარასინმა ამ კონტექსტში საქართველოში ჩატარებულ სპეცოპერაციებზეც ისაუბრა.
„საქართველოში, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე თბილისშიც პერიოდულად ტარდება სპეცოპერაციები ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად. ერთი ასეთი სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ ჩატარდა, ასე რომ ეს საფრთხეები არ შეიძლება გამოირიცხოს, ეს რეალობაა და არა ჰიპოთეტური გამონაგონი. საჭიროა ვიფიქროთ, ვითანამშრომლოთ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტერორიზმსა და ექსტრემიზმს ყველა არხი გადავუკეტოთ. თუ ამ მხრივ წარმატებას მივაღწევთ, მაშინ შეგვიძლია თამამად გადავიდეთ უვიზო რეჟიმზე“- განაცხადა კარასინმა
მასალის გამოყენების პირობები






