"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება არჩევნებში სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ დაიწყო"- კარასინი
პოლიტიკა - 15:10, 25 Jan, 2018     1454
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგოლ კარასინის თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური ცვლილებებია. ამის მაგალითად კარასინს რუსული ბაზრის გახსნა, რუსული ვიზების გამარტივება, საქართველოში დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა მოჰყავს. თუმცა კარასინი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება „ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კანონს“ არ აუქმებს. ამის შესახებ გრიგორი კარასინი kommersant.ru-ს ესაუბრა:

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი უკვე მიმდინარეობს. ეს დაიწყო მას შემდეგ რაც 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია დამარცხდა. იმ მომენტისთვის ორმხრივი ურთიერთობები ღრმა კრიზისში იყო, მიზეზი კი მმართველი რეჟიმის სისტემური ანტირუსული პოლიტიკა იყო, რომელმაც თავის კულმინაციას სამხრეთ ოსეთზე და ჩვენს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმისას მიაღწია 2008 წელს.

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გამოთქვა დიალოგისკენ სწრაფვის სურვილი. იმდენად რამდენადაც ჩვებ პრინციპულად მომხრე ვიყავით ურთიერთობის ნორმალიზაციის, ამ პოზიტიურ სიგნალს დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ, უკვე 2012 წლის დეკემბერში პრაღაში შედგა საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პირველი შეხვედრა,, რომელმაც რეგულარული ხასიათი მიიღო. ჩვენ რა თქმა უნდა ვაცნობიერებდით ამოცანის სირთულეს და ამიტომ საუბარი მიდიოდა ურთიერთობების აღდგენის შესახებ იმ სფეროებში, რომელშიც არსებული ვითარების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნებოდა.

აღმოჩნდა, რომ „შესაძლებლობების ფარგლები“ საკმაოდ ფართოა. გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით მიგვეღწია ხელშესახები შედეგებისთვის, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს. ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს წვდომა რუსულ ბაზარზე, განახლდა სატრანსპორტო მიმოსვლაა, კონტაქტები დამყარდა ხელისუფლების გარკვეულ ორგანოებს შორის პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშიებით, გაუქმდა ყველა შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებზე რუსული ვიზის გაცემასთან დაკავშირებით. ინტენსიურად ვითარდება კულტურული, ჰუმანიტარული და სამეცნიერო კონტაქტები.

უპირობოდ პოზიტიური მოვლენაა სოჭის ოლილმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა. მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთის ყველა იმ მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც სააკაშვილის დროს საქართველოში იქნენ გასამართლებულნი შეთითხნილი ბრალდებებით. ჩვენ ველით რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის არსებული მექანიზმით მივაღწევთ საქართველოსგან იუსუპ ლაკაევის გადმოცემასაც, რომელმაც 2013 წლის სექტემბერში სოხუმში ჩვენი დიპლომატი დმიტრი ვიშერნევი და მისი მეუღლე მოკლა.

დიდია პოტენციალი ტურიზმის მიმართულებითაც, რუსმა ტურისტებმა მასობრივად დაიწყეს საქართველოში ჩასვლა, სხვათა შორის ეს არცთუ ცოტა შემოსავალია საქართველოს ეკონომიკისთვის.

ამავე დროს სამწუხაროს, რუსეთის საგარეო უწყება იძულებულია რუსეთის მოქალაქეების ყურადღება მიაპყროს იმ მნიშვნელოვან რისკებს, რომლებიც საქართველოში გამგზავრებას ახლავს თან. თბილისს ჯიუტად არ სურს გააუქმოს მიხეილ სააკაშვილის დროს მიღებული დისკრიმინაციული კანონი „ოკუპირებულ ტერიტორიებთან“ დაკავშირებით. რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში სტუმრობის გამო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს- ჯარიმას 3000 აშშ დოლარი, ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი მოქალაქეების მიმართ ამ რეპრესიული კანონის გამოყენების შემთხვევა არ ყოფილა, ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს. ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში სრულყოფილი საკონსულო მხარდაჭერა და რუსი ტურისტების უფლებების დაცვა ძალზე გართულებულია.“- განაცხადა კარასინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42