„ჩვენ ამ შეთანხმებაზე დიდ მოლოდინებს ვამყარებთ, ველით რომ ეს მისცემს ძლიერ იმპულსს რეგიონში ვაჭრობი განვითარებას. სირთულეები რომელიც 2008 წლის შემდეგ საერთაშორისო ვაჭრობაში წარმოიშვა არის ის რომ საქართველო არ უღიარებია მის ყოფილ ტერიტორიებზე ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და არსებობს გაურკვევლობა იმის შესახებ თუ სად გადის ახლა საბაჟო საზღვარი. 2011 წლის შეთანხმებამ კი ამ საკითხში საჭირო სიცხადე შეიტანა, ეს საერთაშორისო ხელშეკრულება განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის განკუთვნილი ადგილების ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებს, ესენია ყაზბეგი რუსეთის საზღვართან, მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც იწყება აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი) და გორის მიმდებარე ტერიტორია (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის სიახლოვეს)“- განაცხადა კარასინმა, მისი თქმით რუსეთი აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს უახლოეს თვეებში მოაწერს.
მასალის გამოყენების პირობები






