„ანატოლი ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა“ - თამარ ხულორდავა
პოლიტიკა - 15:03, 25 Jan, 2018     706

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა, ამის შესახებ კომენტარი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გააკეთა:

„ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ვიზიტთან დაკავშირებთ. აუცილებელია ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა. ბიბილოვს არ შეხვედრია სერბეთის ხელისუფლების არც ერთი ოფიციალური პირი, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ბუნებრივია, მას არ შეხვედრია არც სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ქალბატონი მაია გოიკოვიჩი, ვისაც დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ბიბილოვი შეხვდა სერბეთის პატრიარქს და ამასთან დაკავშირებით თვითონ სერბეთის პარტრიარქს მოუწია განმარტების გაკეთება. მან თქვა, რომ ეს იყო პირადი ხასიათს, არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც პირადი კონტაქტების გამოყენებით შეთანხმდა.

როგორც ჩანს, არასწორი ინფრმაციის გავრცელება იმან გამოიწვია, რომ ბიბილოვი ესტუმრა რესპუბლიკა ”სერბსკას”, რომელიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინის სახელმწიფოში შემავალი ავტონომიური ერთეული. ამ ვიზიტსაც ოფიციალურ ვიზიტად არ აღიარებს ბოსნიის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერტორიულ მთლიანობას.

სერბეთი ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და ინტერესი გვაქვს. ამასთან, სერბეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ურთიერთობის გაღრმავებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტების დონეზე თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების ურთერთგაზიარება”,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა ”სერბსკაში” 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42