„ჯაველინები“ უკვე საქართველოშია, ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით ქართველი სამხედროებისთვის წვრთნები ჩატარდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ამ გზით ქართველი სამხედროები „ჯაველინების“ გამოყენებისთვის საჭირო უნარებს დაეუფლებიან:
„ჯაველინები“ უკვე საქართველოშია. ამ სისტემის მთავარი დანიშნულება არის თავდაცვა. რაც შეეხება მის გამოყენებას, ჩვენ ახლო მომავალში ვგეგმავთ შესაბამისი წვრთნების ჩატარებას, რათა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაეუფლონ იმ უნარებს, რაც აუცილებელია ამ ტექნიკის გამოყენებისთვის. ეს ახლო მომავალში მოხდება და ბუნებრივია, ამისთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მათი ინსტრუქტორების დახმარებით ჩვენმა სამხედროებმა შეძლონ თანამედოვრე ტექნიკით სარგებლობა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






