„გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ნარკოდამოკიდებული იყო. ჩემი ცხოვრება იმ დღიდან სამუდამოდ შეიცვალა“
სოც.მედია - 11:41, 25 Jan, 2018     2066
მთავარი პროკურატურის პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე ნარკოპოლიტიკაზე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„25 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. გვიყვარდა ერთმანეთი. კარგ და ლამაზ ოჯახზე ვოცნებობდი, როგორც ყველა ქალი... ის დღეც დადგა, როცა გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ნარკოდამოკიდებული იყო. ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება იმ დღიდან სამუდამოდ შეიცვალა. ბევრი ვიომე. ჩხუბი, სკანდალი და უბედურება იყო წლების განმავლობში ჩემი ოჯახის ყოველდღიურობა... ჩემი შვილი, რომელიც თავიდან ვერ იგებდა რატომ ყავდა ასეთი „ავი“ დედა, თანდათან ჩაიკეტა. ბოლოს, გავარკვიე, რომ ვიღაცამ უთხრა, რომ მამამისი ნარკომანია...ჩემს დარდებზე და ფიქრებზე, უძილო ღამეებზე, ტკივილზე, რომელიც სულ თან გაქვს და ვერც ამხელ, ღირს კი საუბარი? ალბათ, არც ჩემი შვილის განცდებზე, რომელმაც მხოლოდ ერთხელ, მაგრამ იმის იქეთ, რომ ტკივილი არ არსებობს, ისეთი განცდით მითხრა, ხომ შეიძლებოდა მასაც ყოლოდა მისი მეგობრებივით კარგი მამა..
ჩემი 15 წელი გაილია ასე. წარმატებული ქალის იმიჯით, გულში ქარცეცხლით...ბოლოს, გაწყდა, დაინგრა ყველაფერი. ვერ გავუძელი. არადა, არ იყო ურიგო ბიჭი არც შეგნებით, არც - განათლებით... უბრალოდ, იმ დაკარგული თაობის წევრი აღმოჩნდა,ზოგი რომ მკვდარია და ზოგიც ცოცხალ-მკვდარი...
ახლა გამოდით რომელიმემ და მითხარით, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ. გინდათ თქვენი ქმარი, შვილი, ძმა, და ასეთი ბედით? არ გინდათ, ვიცი... ნუ გგონიათ, რომ ეს თქვენს ოჯახში არ მოხდება. ჩემს თაობას დაკარგული თაობა დავარქვი.. კიდევ ერთი თაობის დაკარგვას ვერ გადავიტანთ... გადავშენდებით...“ - წერს პაიჭაძე „ფეისბუკში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42