სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოში - მაია გოიკოვიჩს საუბარი ბიბილოვის სერბეთში ვიზიტზეც მოუწევს
პოლიტიკა - 11:06, 25 Jan, 2018     889

სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. გოიკოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

დღესვე სერბეთის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვევა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქთან შეხვედრაზე სერბეთის პატრიარქსა და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის შემდგარ შეხვედრაზეც ისაუბრებენ.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში გვექნება ამ თემაზე საუბარი რატომ ჩავიდა და როგორ ჩავიდა, მაგრამ რა საუბარი იქნება ალბათ შეხვედრის შემდეგ აჯობებს ამაზე რომ ვილაპარაკოთ. საქართველოს ეკლესიას ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღია სერბეთის ეკლესიისგან, მაგრამ მიიღო პასუხი ჩვენი ელჩის საშუალებით და ასევე ოფიციალური წერილიც მიიღო მან ამის შესახებ, რომ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი სერბეთის რესპუბლიკაში და სერბეთის პატრიარქს არ მიუღია ბიბილოვი ოფიციალურად. ფაქტიურად შემთხვევითი შეხვედრით, შეიძლება ასე ითქვას, შემოიფარგლა,“- განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

26 იანვარს სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42