რელიგიის ისტორია სკოლებში - ,,მისი დანერგვა განათლების სამინისტროსთვის არა მარტო რთული, შეუძლებელიცაა“
პოლიტიკა - 18:46, 24 Jan, 2018     2939
მიმდინარე კვირის რეზონანსული საკითხი - რელიგიის ისტორია როგორც საგანი, სკოლებში. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. განათლების სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მოხდეს ამ საგნის დანერგვა სკოლებში.

საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს აღნიშნულთან მიმართებით. განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი „ნიუპოსტთან“ საუბრისას იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც ამ ინიციატივის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიაოს. დიმიტრი შაშკინი სკეპტიკურად არის განწყობილი და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ჩავარდება, რადგან განათლების სამინისტროს არსებულ მომენტრში არავითარი რესურსი და შესაძლებლობა არ გააჩნია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად:

„ამ წუთისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რელიგიის ისტორია არის ნაწილობრივ ინტეგრირებული ისტორიის კურიკულუმში და ბუნებრივია, გარკვეული დოზით ბავშვები ამ საგანს სწავლობენ, ხაზს ვუსვამ ინტეგრირებულად ისტორიის საგანთან ერთად. არსებობს კერძო სკოლები, რომლებიც ასწავლიან რელიგიის ისტორიას ცალკე საგნად, ამაში არაფერი ცუდი არ არის, ეს ბავშვს მეტი ცოდნის მიღებაში ეხმარება.

სანამ ამის დანერგვა მოხდება სკოლებში, თუ მოხდება საერთოდ, ჩვენ ბევრი საუბარი გვესმის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში და ცოტა საქმეს ვხედავთ, მაგრამ სანამ დაინერგება ყველას უნდა ესმოდეს თუ რაზე არის საუბარი.

რელიგიის ისტორია, ეს არ არის რელიგიის გაკვეთილი. რელიგიის ისტორია სწავლობს სხვადასხვა რელიგიებს ისტორიული თვალსაზრისით, კერძო სკოლები, სადაც ეს საგანი ისწავლება, სწორედ ასე მუშაობენ.

რელიგიის ისტორია თუ დაინერგა, გულისხმობს იმას, რომ იმავე დოზითა და მოცულობით, რაც არის მართლმადიდებლობა, ბავშვი შეისწავლის კათოლიციზმს, პროტესტანიზმს, ინდუიზმს, ისლამს და მის სხვადასხვა განშტოებებს, იუდაიზმსა და ბუდიზმს. ყველა აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ მართმადიდებლობის ისტორიის სწავლება მოხდება, ეს ასე არ არის და საზოგადოებამ უნდა გაიაზროს. რელიგიის ისტორია გულისხმობს, რომ ბავშვები სწავლობენ ერთი და იგივე დოზით სხვადასხვა რელიგიების ისტორიებს.

რელიგიის ისტორია გულისხმობს იმას, რომ ბავშვები შეისწავლიან ისეთ რელიგიებს, რომლების მიმართაც საზოგადოებაში არის არაერთგვაროვანი განწყობა. როდესაც საზღვარგარეთ ამ საგანს სწავლობენ, მაგალითად აშშ-ში, ბავშვები ამ დისციპლინის ფარგლებში შეისწავლიან კაბალას ისტორიას და საზოგადოებას ესეც უნდა ესმოდეს.

ამ სამი პუნქტიდან გამომდინარე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბავშვი უფრო ეკლესიური გახდება და იქნება ზნეობაზე, რელიგიურ ფასეულობებზე საუბარი, ის ძალიან ცდება, რადგან ბავშვები შეისწავლიან რელიგიების ისტორიებს, მათ წარმოშობას და მათ როლს საზოგადოებაში.

მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხალხს, რომელიც ამ საგნის შემოტანაზე საუბრობს, ბოლომდე არ ესმის რაზეა საუბარი. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვები შეისწავლიან მართლმადიდებლობას, ან მის ფასეულობებს, ეს ასე არ არის. რელიგიის ისტორია ისწავლება ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, საქართველოს რამდენიმე კერძო სკოლაში, ანუ ეს არის ჩამოყალიბებული დისციპლინა და ველოსიპედის გამოგონებასთან არ გვაქვს საქმე. არ ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოებას გააზრებული აქვს რა საგანზეა საუბარი. ხალხი, ვინც ამ თემით აპელირებს, ცდილობს იგი შეფუთოს, როგორც რელიგიის გაკვეთილი“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.

განათლების ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ საგნის დანერგვა რთული საკითხია, რომელიც უკავშირდება ღრმა თეოლოგიურ ცოდნას. რელიგიის ისტორია კი არის მოცულობითი საგანი, რომელიც პედაგოგების გადამზადებას ითვალისწინებს:

,,არის მეორე ნაწილიც, ვთქვათ საზოგადოება შეთანხმდა, რომ ეს ყველაფერი არის კარგი, შედგა კონსესუსი, ამის განხორციელება არის სხვა თემა. 2200 სკოლაა საქართველოში, საჭიროა მინიმუმ 2200 პედაგოგი, რომელიც ამ საგანს წაიკითხვას, საგანს, რომელიც არის კავშირში თეოლოგიასთან, მეცნიერებასთან, რომლის სპეციალისტებიც საქართველოში ძალიან ცოტანი არიან. ეს არის საგანი, რომელიც ითვალისწინებს ახალი აღთქმის ცოდნას და არა მხოლოდ მართლმადიდებლობის ისტორიის ცოდნას, არამედ ეს არის კურიკულუმი, რომელიც მოითხოვს ყველა რელიგიის და მისი ისტორიის ცოდნას. გარდა რელიგიების საერთო კომპონენტებისა, საჭიროა განშტოებების ცოდნაც. ეს არის ძალიან მოცულობითი საგანი, რომელიც ითვალისწინებს ახლიდან მომზადებას პედაგოგებისა, რომლებიც ამ ინფორმაციის ობიექტურად მიწოდებას შეძლებენ. ამის იმპლემენტაცია ამ წუთისთვის, განათლების სამინისტროს შესაძლებლობებიდან გამომდინარე იქნება არა მარტო რთული, არამედ შეუძლებელი, ამ ხალხს ასეთი პროექტების განხორციელება არ შეუძლია, ეს დასრულდება ბევრი საუბრით, ათ სკოლაში დანერგავენ და ერთ წელიწადში ეს პროექტიც მოკვდება“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42