გიორგი გაჩეჩილაძე კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 6 კომპანიის, მათ შორის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიების მოკვლევის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
პრემიერი ხეჩიკაშვილს იცავდა და მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა - ამბობს "უცნობი" და პრემიერს კიდევ ერთხელ საყვედურობს:
„ახლა შეიძლება უნდათ თვითონ რომ გააბაიბურონ და გადაათამაშონ ისე, თითქოს არც არაფერი არ მოხდა და მერე რა, რომ მოკვლევა დაიწყო და როგორც დაიწყო, ისე დამთავრდება. ასე არ არის ძვირფასო საზოგადოებავ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა, რომ მოკვლევა დაიწყო, იმიტომ, რომ მოკვლევა არ იწყება თუ რაღაც გონივრული ეჭვი არ გაჩნდა. ზუსტად ის ეჭვი, რაზეც მე ვლაპარაკობდი და რაზეც მეუბნებოდნენ, რომ ეს არის აბსურდის თეატრი და ეს არის ბოდვა რასაც მე ვამბობდი.
ხეჩიკაშვილს იცავდა პრემიერი და მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა პრემიერმინისტრი. არ იყო ის ბოლომდე ინფორმირებული იმის შესახებ, იქ რაც ხდებოდა. ჩემთვის რომ მოესმინა მას, მე ინფორმაციას მივაწვდიდი,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






