"პრეზიდენტის ვეტო ეფუძნება ორ არგუმენტს, რაც საფრთხეს უქმნის ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სიკეთეებს" - ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 16:00, 24 Jan, 2018     1053
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ კანონპროექტის საკითხზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტო ეფუძნება ორ მნიშვნელოვან არგუმენტს, რაც საფრთხეს უქმნის ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სიკეთეებს.

"დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გვქონდა შეხვედრა დაინტერესებულ მოქალაქეებთან და საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან, რომლებსაც აღელვებთ და აინტერესებთ მედია და ანტიკორუფციული მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები. პრეზიდენტის ვეტო ეფუვნება ორ მნიშვნელოვან არგუმენტს რაც საფრთხეს უქმნის ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ სიკეთეებს. თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შევა ძალაში და გახდება კანონი, ის საფრთხეს შეუქმნის, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას, მის ბუნებას და მეორე მხრივ, მედიის მრავალფეროვნებას. ასევე სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მაუწყებლებს, დააზიანებს მედია პლურალიზმს და დააზიანებს საზოგადოების მისაწვდომობას მრავალფეროვან ინფორმაციაზე. მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება, ეს არის სერიოზული კორუფციის რისკების გაჩენა, რასაც აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს. ამ ეტაპზე მოიაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ დაექვემდებაროს იმ რეგულაციებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში დღეს მოქმედებს. გასაგებია, რომ შესაძლოა, მაუწყებლის მიერ განსახოციელებელ შესყიდვებს გარკვეული თავისებურება ახასიათებდეს, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ ბიუჯეტის თანხების განკარგვა ხდებოდეს ყოველგვარი წესების და რეგულაციების გარეშე. აქედან გამომდინარე პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონს და იმედი გვაქვს, რომ როცა მიუბრუნდება განხილვას, პარლამენტი კიდევ ერთხელ სიღრმისეულად იმსჯელებს, გაიაზრებს ყველა იმ რისკს, რომელსაც კანონპროექტი ქმნის და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიაგარემოს, ასევე ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42