რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ლიუბლინის ვიცემერს შეხვდა
პოლიტიკა - 11:00, 24 Jan, 2018     816

პოლონეთში, სამუშაო ვიზიტით მყოფი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ბიზნესსექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლიუბლინის ვიცემერს, არტურ შიმჩიკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მათი ქალაქების წინაშე მდგარი გამოწვევების, პრიორიტეტებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს. ასევე საუბარი შეეხო იმ საერთო ინტერესთა სფეროებს , რომლებიც შესაძლოა ქონდეთ რუსთავსა და ლიუბლინს. არტურ შიმჩიკი მიესალმება რუსთავის მერიის დელეგაციის ვიზიტს ქალაქ ლიუბლინში და თვლის, რომ მსგავსი ვიზიტები საფუძველს ჩაუყრის სამომავალო წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას და სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას.

რუსთავის მუნიციპალიტეტის დელეგაცია პოლონეთში 21 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ქალაქებში ლოძში, სტალოვა ვოლასა და ლიუბლინში შეხვედრები გაიმართება.
რუსთავის თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პოლონეთში არსებულ ინოვაციურ სერვისებს, მათი დანერგვის სპეციფიკას, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რევიტალიზაციის პროცესს გაეცნობიან, რაც 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, ყოფილი ინდუსტრიული ქალაქების განვითარებას ითვალისწინებს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ჩართულია პროექტში - „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“.

პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებენ. რუსთავის მერი პოლონეთში ვიზიტს 26 იანვარს დაასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42