რუსული ბაზარი, ტურიზმი და კულტურული ურთიერთობები - პრემიერი რუსეთთან პოლიტიკური დისკუსიების წინაპორობებზე საუბრობს
პოლიტიკა - 00:13, 24 Jan, 2018     2298
2008 წლის ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დაუსვეს კითხვა პრემიერ მინისტრს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის მძიმე მემკვიდრეობა არა მხოლოდ 2008 წლის, არამედ 1990-იანი წლებისა.

,,სამწუხაროდ, ჩვენს წინაშე დგას 2008 წლის მემკვიდრეობა. ჩვენ დღესაც გვიწევს იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია წარმოადგენს დიდ პრობლემას, რომელთანაც გამკლავება ჩვენ გვიწევს კონსტრუქციული, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპული მიდგომის მეშვეობით, ანუ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული პოლიტიკის გათვალისწინებით. ეს პოლიტიკა ეფუძნება გარკვეულ ღირებულებებს. ჩვენ დღესაც უნდა ვეძებოთ შეხების სფეროები, წერტილები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი პოზიტიური დისკუსიების დასაწყებად კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის შესახებ“ - განაცხადა კვირიკაშვილმა და ამის მაგალითად ვაჭრობა, ტურიზმი და ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები დაასახელა.

,,დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა იგი არ არის ერთადერთი ან, თუნდაც, დომინანტი ბაზარი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ექსპორტი დივერსიფიცირებულია. ამასთან, ძალიან დადებითი მოვლენაა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ დაახლოებით ერთ მილიონ ტურისტს რუსეთიდან. ჩვენ ცალმხრივად დავაწესეთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და არ ფიქსირდება არც ერთი კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე რუს ტურისტებთან. ყოველივე ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ამოსავალი წერტილი, რათა წამოვიწყოთ პოლიტიკური დისკუსიები კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ, რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუება „არსებულ რეალობას“, როგორც ისინი ამას უწოდებენ, ანუ ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. ასე რომ, ჩვენი დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენს რეგიონში ნებისმიერი დისკუსიის ქვაკუთხედი ისევე, როგორც საქართველოს სუვერენული მისწრაფებები“ - განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42