"როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი იზრდება, ეს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე მიანიშნებს" - ოპოზიცია
პოლიტიკა - 15:55, 23 Jan, 2018     2835
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებას ოპოზიციიური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი იზრდება, ეს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე მიანიშნებს.

„შეჩერების მექანიზმი მგონია, რომ დღესაც არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ თუ დადგება საქართველოსთან მიმართებით, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური ვითარება არის გაუარესებული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნიდან მიგრანტთა რაოდენობა იზრდება. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეინარჩუნოს საქართველოში, მაშინ მას შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური პირობები უნდა შეუქმნას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კალანდაძემ.

„ევროპული საქართველოს" შეფასებით, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი ქვეყანა არ დატოვონ, ხელისუფლებამ ეკონომიკა უნდა გააძლიეროს და სამუშაო ადგილები შექმნას.

„არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ სიამოვნებს აიბარგოს თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი ან სამუშაო ადგილი ეძებოს სადმე სხვაგან, მათ შორის ევროპაში. ამას ჩვენს მოქალაქეებს აიძულებს ის საყოველთაო გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც ქვეყანაშია და თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ეს ნაკადი შეაკავოს და ჩვენი მოქალაქეები ქვეყანაში ბრუნდებოდნენ, მაშინ ამ ქვეყანაში ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს, სამუშაო ადგილები უნდა იქმნებოდეს, ლარი მყარი უნდა იყოს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42