შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე, შს მინისტრის მაოდგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ სპეციალიზებული გამომძიებლები ვერ გახდებიან ის ადამიანები, რომლებსაც, არ უყვართ ბავშვები ან არ არიან სენსიტიურები ქალთა მიმართ ძალადობაზე. მისივე ინფორმაციით, ახალ დეპარტამენტში 10 ადამიანი დასაქმდება:
„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამინისტროში დასაქმებულ თანამშრომლებს, რადგან ჩვენ გვჭირდება გამოძიების მიმართულებით გამოცდილი კადრები იმისთვის, რომ მონიტორინგი იყოს ეფექტური. ასევე კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამინისტროს გარედან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გარკვეული გამოცდილება გააჩნია. გვინდა გარკვეული წახალისება მოვახდინოთ, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების, რომ ეს ადამიანები დავაინტერესოთ გახდნენ სპეციალიზებული გამომძიებელები. სპეციალიზებული გამომძიებლები ვერ გახდებიან ისინი, ვინც არ არიან სენსიტიურები საკითხის მიმართ. მაგალითად, ვერ გახდებიან ისეთი გამომძიებლები, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები, ან არ არიან სენსიტიურები ქალთა მიმართ ძალადობაზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მასალის გამოყენების პირობები






