თბილისის მერი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 14:38, 23 Jan, 2018     1078
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჰარტვიგ შეიფერსა და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და თბილისში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელეს.

მხარეებს შორის საუბარი ასევე, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საკითხს შეეხო, რისთვისაც კახა კალაძემ მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ჩვენი პროექტები და ხედვები გავაცანით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მათ მთელი რიგი მიმართულებებით მხარდაჭერა გამოხატეს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ გამოყვეს ექსპერტები, რომლებიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის შეფასებაში დაგვეხმარებიან. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სრულყოფილი დოკუმენტი იქნება, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბანკი თბილისის მერიასთან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს, როგორც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების კუთხით, ასევე, ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

„თბილისის მერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის თანამშრომლობა, რომელიც თბილისის მერიასა და მსოფლიო ბანკს შორის სამომავლოდ გაგრძელდება. ეს თანამშრომლობა ძირითადად, გენერალური გეგმის განვითარებას შეეხება. ასევე, თბილისის ისეთ ცენტრად ქცევას, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით მაღალგანვითარებული იქნება და ქვეყანაში მეტ ტურისტს მოიზიდავს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, მდგრადი განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი სარა მაიკლი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42