"ლილოს ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 13:44, 23 Jan, 2018     1269
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მლნ ლარი გამოიყო.

მისივე თქმით, ღონისძიებები გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სრული დაცვით განხორციელდება და ყველა ის პრობლემა მოწესრიგდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.

„ლილოს ნაგავსაყრელი ზოგადად, ჩვენი ქალაქისთვის, განსაკუთრებით კი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები და პროექტები. წელს, ბიუჯეტიდან დაახლოებით, 17 მლნ ლარი არის გამოყოფილი იმისთვის, რომ რამდენიმეეტაპიანი სამუშაო განხორციელდეს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ნაგავსაყრელის პრობლემური უჯრედების დახურვა, კონსერვაცია და გაზშემკრების მოწყობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გრუნტის წყლების გაფილტვრითი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ, მეთანის სუნის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს, ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები პოლიგონზე უსაფრთხოების ზომების მიღებას, თანამედროვე სტანდარტების გაზშემკრები და წყლის ფილტრაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, ნარჩენების ტერიტორიაზე აკუმულირებული მეთანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გახდება.

კახა კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძესთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42