„არანაირი შესაძლებლობა არ მქონდა, რომ ნებართვა არ გამეცა“ - კალაძე ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე
პოლიტიკა - 13:04, 23 Jan, 2018     2331

ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე დამატებით განმარტებას აკეთებს:

“გულწრფელად გეტყვით, დღეს რომ ნულიდან იწყებოდეს ყველაფერი, ნებართვას არ გავცემდი. ამ კონკრეტულ ადგილზე 12 თუ 14 სართული უკვე აშენებულია. მთელი რიგი სასამართლო პროცესებია გამართული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოეფიციენტი, რომელიც მიღებული ჰქონდა 2011 წელს ამ სამშენებლო კომპანიას, დარჩა ძალაში. შესაბამისად, არანაირი შესაძლებლობა, არანაირი საბაბი არ მქონდა იმის, რომ უარი მეთქვა და არ გამეცა მშენებლობის ნებართვა. მე ვემორჩილები კანონს და ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად, თუ მოხდება გასაჩივრება სასამართლოში, ეს იქ მცხოვრებ ადამიანებზეა დამოკიდებული. ეს კონკრეტული ქეისი თავიდან რომ იხსნებოდეს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება და ამ კონკრეტულ ადგილზე მშენებლობის ნებართვას არ გავცემდით, ამ კონკრეტული კოეფიციენტით.

ზონალური საბჭო შეიკრიბა, იმსჯელეს. ზონალური საბჭოს თითოეულმა წევრმა დადო დასკვნა, თუ რატომ არ იყო პრობლემა 8 კოეფიციენტი. შესაბამისად, მაშინდელმა მერმაც გამოსცა ბრძანება, რომ პროექტი გაგრძელებულიყო. ესეც გასაჩივრდა და სააპელაციო სასამართლომ გააბათილა ეს გასაჩივრება. მე ერთადერთი, რაც მქონდა დარჩენილი, იყო ის, რომ გამეცა ნებართვა. გარკვეული ტექნიკური ხასიათის ხარვეზები გამოვავლინეთ, რაც იყო გასწორებული და შესაბამისად გააგრძელეს მშენებლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა არ გასცა გასულ წელს სასამართლომ, თუმცა აღნიშნული ნებართვა უგულვებელჰყოფილი იქნა მერიის მიერ და 2018 წლის იანვარში მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გაიცა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42