სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - შს მინისტრი გიორგი გახარია მის მოადგილეზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვიტაც საბანაძემ გიორგი ჭანტურიაზე ზეწოლა განახორიცელა, რათა ამ უკანასკნელს დანაშაული ეღიარებინა. გახარიას თქმით, საბანაძე პირადად ხელმძღვანელობს ამ საქმის საგამოძიებო ჯგუფს და ის დაკითხვების პროცესსაც ესწრება:
,,მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა,რომ ბატონი ჭანტურია გამოძიების ფარგლებში დადგინდა,რომ იყო უკანასკნელი,რომელსაც კავშირი ჰქონდა ქუთათელაძესთან ამიტომ გამოძიება აგრძელებს შესაბამის ქმედებებს,
ჩემი პირველი მოადგილე საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელია და დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუ ტაქტიკა- თავდასხმა როგორც თავდაცვის საუკეთესო საშუალება იქნება არჩეული ამას ჩვენზე არანაირი ზემოქმედება არ ექნება. ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“- განაცხადა შს მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






