„ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ კრიმინალთან ბრძოლაში, ფასი არ ექნება“ - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 11:48, 23 Jan, 2018     1089

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე, მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კრიმინალთან ბრძოლაში უწყების მიღწევებს არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული. მინისტრმა ახალი დეპარტამენტის მიზნებზე ისაუბრა:

”ჩვენ გვესმის, რომ დღევანდელ პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ კრიმინალთან ბრძოლაში ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმირებაში, ამას ყველაფერს ფასი არ ექნება. ეს უბრალოდ არ გამოჩნდება. ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, პირველი ნაბიჯი სისტემის რეფორმირების დაგვეწყო სწორედ ამ დეპარტამენტის შექმნიდან.

დეპარტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ჩვენთან, ქვეყანაში, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნების მიმართ ან მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული. რა თქმა უნდა, აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ამ ჭრილში იძენს სამართალდამცავების კომპეტენცია, მათი ცოდნა და გამოძიების ხარისხი.

სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი ეს დეპარტამენტი, სწორედ ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა. სწორედ ამ მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად იქმნება ეს დეპარტამენტი,” - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42