დავით სოკოლოვის საკითხზე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მერობის პირობებში ყველას, ვისაც საცხოვრებელთან მიმართებით პრობლემები აქვს, მოგვარებული იქნება მისი მერობის პერიოდში:
„მეც ვნახე ეს კონკრეტული სიუჟეტი და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვისაც ძალიან სენსიტიური საკითხია, სენსიტიური თემაა, თავად ბინის პრობლემას რაც შეეხება, ვიცი, რომ ბევრი ადამიანია ასე დაზარალებული, ეს სერიოზული პრობლემაა, არიან დაზარალებული ადამიანები ე.წ. ბინათმესაკუთრეთა კოოპერატივებიდან, დაახლოებით 3 ათასი ოჯახია ასეთ მდგომარეობაში, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ელოდებიან გადაწყვეტილებას კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. მე მსურს კიდევ ერთხელ დავპირდე მათ, რომ ეს პრობლემა ჩემი მერობის პირობებში იქნება მოგვარებული. ჩვენ ყველა იმ ოჯახს, ვისაც დღეს ამ მიმართულებით გააჩნია პრობლემები, თბილისის მერი და თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ბატონი დავითის ოჯახის პრობლემაც ამ მიმართულებით იქნება მოწესრიგებული, დღეს არსებობს სქემა, რომლითაც თბილისის მერია მუშაობს“, - განაცხადა კახა კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






