რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პოლონეტში ქალაქ ლოძის მერს მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 09:02, 23 Jan, 2018     944
პოლონეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბიზნეს სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ლოძის მერს მოადგილეს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. რუსთავსა და ლოძს შორის, დამეგობრების მემორანდუმი 1995 წელს გაფორმდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის დელეგაცია პოლონეთში 21 იანვარს გაემგზავრა. ქალაქ ლოძის გარდა, რუსთავის მერი ოფიციალურ შეხვედრებს სტალოვა ვოლასა და ლიუბლინშიც გამართავს.

რუსთავის თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პოლონეთში არსებულ ინოვაციურ სერვისებს, მათი დანერგვის სპეციფიკას, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რევიტალიზაციის პროცესს გაეცნობიან, რაც 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, ყოფილი ინდუსტრიული ქალაქების განვითარებას ითვალისწინებს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ჩართულია პროექტში - „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“.

პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებენ. რუსთავის მერი პოლონეთში ვიზიტს 26 იანვარს დაასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42