კომპანია Amazon-მა 22 იანვარს აშშ-ს ქალაქ სიეტლში პირველი სუპერმარკეტი "Amazon Go" გახსნა, რომელშიც არ არის არც სალარო და არც გამყიდველები. კომპანია აცხადებს, რომ ეს არის დასწყისი, რომელმაც საერთოდ შეიძლება შეცვალოს სუპერმარკეტებში მომსახურების წესი.
მაღაზიაში შესვლისას, თქვენ გადიხართ მეტროს ტურნიკეტის მსგავს ჩარჩოში, რომელსაც ადებთ მობილურ სმარტფონს, სადაც ჩატვირთულია აპლიკაცია Amazon Go და შედიხართ მაღაზიაში.
შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ჩანთებში ჩადოთ სასურველი პროდუქცია. სპეციალური ურიკები და კალათები არ გჭირდებათ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სალაროები და მოლარეები მაღაზიაში არ არის.

სენსორები, რომლებიც თაროებზეა მოთავსებული, პირდაპირ ამატებს თანხას აღებული საქონლის საერთო ღირებულებას და აკლებს მას, თუ პროდუქტს უკან დააბრუნებთ თაროზე.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება შეხვდეთ მაღაზიაში არის პირი, რომელიც ალკოჰოლის ან თამბაქოს ნაწარმის შეძენისას ამოწმებს, ხართ თუ არა სრულწლოვანი.
კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ეს სატესტო მაღაზიაა, რომლის წარმატებული მუშაობაც იმის საფუძველი გახდება, რომ როგორც მინიმუმ, სალაროებთან არსებული რიგები ავიცილოთ თავიდან, რაც დიდი პრობლემაა ყველა სუპერმარკეტისთვის.


მასალის გამოყენების პირობები






